LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენიმე სახლს ბზარები გაუჩნდა“ – რა მდგომარეობაა რაჭაში ღამით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ

176
მიწისძვრა რაჭაში

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს.

საქართველოში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

„4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ონჭევში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს.

დაზიანებული სახლების მონიტორინგისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გაცნობის მიზნით, რაჭა- ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან- სერგი ხიდეშელთან საცხოვრებელი სახლების მეპატრონეებს ხვდება.

ადმინისტრაციულ ერთეულებში დილიდან მიმდინარეობს ონის მერის წარმომადგენლებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ თემებში ზარალის დათვლის მიზნით მონიტორინგი. რის შემდგომაც შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება“,- ნათქვამია განცხადებაში.

„თქვენამდე ვიდრე მოვიდა ტალღა, გზაში ენერგია დაცხრა და მაინც როგორ შეშინდით.. იცხოვრეთ კარგ სახლში, სხვაგვარად დაუცველნი ხართ!“ – რას წერს თეა გოდოლაძე გუშინ, რაჭაში მომხდარ მიწისძვრაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g