LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბინები გაძვირდა – მაისში გაყიდვების რაოდენობა შემცირდა

210
tbilisi2

2023 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,401 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 3%-იანი კლება დაფიქსირდა. ინფორმაციას recov.ge აქვეყნებს. მათი ცნობით, ბაზრის ზომა კი 5%-ით, 189 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

2023 წლის მაისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.2%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა.

ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის მაისში თბილისში ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 17%-ით შემცირდა, მედიუმ და პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 37% და 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

recov.ge-ის მიხედვით, 2023 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი, შესაბამისად, 2% და 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2023 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 4% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რა ღირს ერთი კვ.მ. უძრავი ქონება ბათუმში – მაისში 1 335 ბინა გაიყიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g