LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენს ხარჯავენ თბილისელები ყოველთვიურად საკვებ პროდუქტებზე – კვლევის შედეგები

259
Vegetables and cheese on fork

მოსახლეობის ცხოვრების დონის და ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის შემოსავლების გარდა, მნიშვნელოვანია მათი დანახარჯების გაანალიზებაც.

კვლევითი ორგანიზაცია „ეისითი“ დაინტერესდა, თუ რამდენს შეადგენს თბილისის მაცხოვრებლების ყოველთვიური დანახარჯი საკვებ პროდუქტებზე და შესაბამისად, როგორია მათი მსყიდველობითუნარიანობა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საკვებ პროდუქტებში საშუალო თვიური დანახარჯი 569 ლარს შეადგენს.

გამოკითხულთა 30%-ს შეადგენენ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც საკვებ პროდუქტებში ყოველთვიურად მინიმალურ თანხებს ხარჯავენ, კერძოდ კი 300 ლარზე ნაკლებს. თბილისელების მესამედის (34%) ყოველთვიური დანახარჯი 300-500 ლარის შუალედში ვარირებს. გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი,  36%-ი, შედარებით დიდ თანხებს ხარჯავს ყოველთვიურად საკვებ პროდუქტებზე  – მათი დანახარჯები 500 ლარს აღემატება.

ამასთან, გამოკითხულთა ოჯახის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი წარმოადგენს 1238 ლარს.

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 800 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, ოჯახში საკვების მომარაგებაზე პასუხისმგებელ პირებთან, 2018 ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება მერყეობს 3,5-4,2%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g