ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, მანამდე დაანონსებული „დამსახურებული უვადო შვებულება“ გადაიფიქრა.
როგორც კადიროვმა „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ სურს „ატმოსფერო განმუხტოს“ და განმარტოს, რატომ ისაუბრა „უვადო შვებულებაზე“. კადიროვის თქმით, იმ დღეს, როდესაც შვებულების შესახებ ვიდეო ჩაწერა, ინტერნეტში ინფორმაციას გადააწყდა, რომლის თანახმადაც, რუსეთის რეგიონულ მმართველებს შორის ის ყველაზე დიდხანს იკავებდა პოსტს, კერძოდ კი, 15 წელი.
„ვიფიქრე, ეს რა თქმა უნდა, ბევრია და გადავწყვიტე, თქვენი აზრი მომესმინა. შემდგომ გავარკვიე კიდეც, რომ მე არც ისეთი „დიდხნიანი“ ვარ, ჩემამდე რეკორდი, როგორც აღმოჩნდა 27 წელს ითვლის. ამიტომ ახლა მეტსაც გეტყვით: მე გადავწყვიტე ამ რეკორდის მოხსნა. ვნახოთ, იქნებ გადავაჭარბო კიდეც ამ მაჩვენებელს.
რეალურად, ასე უბრალოდ წასვლა, რა თქმა უნდა, არ შემიძლია, მე ხალხმა მანდო რეგიონის ხელმძღვანელობა და ამ ნდობის გამართლება – ჩემი წმინდა მოწოდებაა. წასვლა შემიძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხალხსა და რუსეთის პრეზიდენტს ამას ვკითხავ. ამიტომ, უვადო შვებულების შესახებ საუბარს სამომავლოდ მოვიტოვებ. ახლა კი არც დადგენილ ყოველწლიურ შევებულებას ავიღებ.“ – ამბობს კადიროვი ვიდეოში.