ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა შესაძლოა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს.
Infobae-ის ინფორმაციით, 59 წლის მარადონას ანტონიო ტორესი მიიწვევს, თუ ეს უკანასკნელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდება. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დიეგოს წარმომადგენლებს შესაძლო 2-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. მარადონას მთავარი საზრუნავი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა იქნება.
ამჟამად ლეგენდა არგენტინულ კლუბს “ხიმნასია ი ესტრიმას” წვრთნის.
2018 წლის ზაფხულიდან ესპანეთის ნაკრებს ლუის ენრიკე უდგას სათავეში, მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები აგვისტოში ჩატარდება.