LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს მოქალაქე, რომელმაც ბავშვზე ძალადობის ვიდეო ინტერნეტში ნახა და პოლიციას მიმართა

856
არასრულწლოვანზე ძალადობა

დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი TikTok ლაივში სცემა.

არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბებიის სასამართლო პროცესი ხვალ არის დაგეგმილი.

სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი ჰკრა.

მოქალაქე, რომელმაც პოლიციაში დარეკა და მომხდარის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ კადრები, რომელიც ნახა, მძიმეა.

ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი tik-tok ლაივში სცემა, დაკავებულია

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, მოქალაქე 126-ე პრიმა მუხლით დააკავეს

„გუშინ ღამის სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ გავრცელდა ლაივ ჩანაწერის ამონარიდი, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ბავშვს ბებია ფიზიკურად. საკმაოდ მძიმე კადრებია. როდესაც დედა ეკითხება ქალს, რატომ აქვს ბავშვს ხელი დაწითლებული, ბებიამ პირდაპირ თქვა, რომ მე მას დავარტყი, რაც არის პირდაპირი მტკიცებულება ძალადობის. მე დაუყოვნებლივ ვაცნობე პოლიციას ფაქტის შესახებ და იყო რეაგირებაც. დაახლოებით დილის 5 საათზე დააკავეს ბებია. ამ წუთას არის წინასწარ პატიმრობაში. ჩემი ინფორმაციით, ოჯახში სოციალური მუშაკები ორჯერ იყვნენ შემოწმებაზე და სამწუხაროდ, ბავშვი არ განარიდეს ამ ოჯახს და არის მძიმე მდგომარეობაში ყოველდღიურად. პოლიციელებმა მე გამომკითხეს, დანარჩენს უკვე სასამართლო გადაწყვეტს“,- ამბობს მოქალაქე.

რას ამბობს დედა, რომლის ორ წლამდე შვილიც ბებიამ TikTok Live-ში სცემა: „თუ გირაოს ვერ გადავიხდი, ნინო იქნება რუსთავში ქალთა კოლონიაში…“

ქალი აღნიშნავს, რომ მისი დედა ამჟამად რუსთავის ქალთა კოლონიაში იმყოფება და აპირებს ყველას უჩივლოს „დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, მოქალაქე 126-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g