LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს ვაკის პარკის საქმეზე გამართლებული პირი: „სასამართლოსგან სულ სხვა რაღაცას ველოდით..“

557
BeFunky-collage
მთავარ სლაიდზე გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო

 

ელექტროშემდუღებელი ვალერი გობეჯიშვილი, რომელიც ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს, აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან „სულ სხვა რაღაცას ელოდა“.

მოსამართლემ ვალერი გობეჯიშვილი სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლა, ხოლო მისი ძმა გიორგი გობეჯიშვილი სხვა ბრალდებულებთან ერთად პატიმრობაში დატოვა.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე განაჩენი ცნობილია – ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი გამართლდა

„[ელექტრო კაბელის იზოლაცია] არ დაზიანებულა, მუშაობის დროს ნამდვილად არ დაზიანებულა.. სულ სხვა რაღაცას ველოდით, მე იმასაც არ ველოდი, რომ აქ ვიქნებოდი, მაგრამ დღესდღეობით ასეა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვალერი გობეჯიშვილმა.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი დღეს, 10 ივლისს გამოაცხადა. მოსამართლემ ბრალდებული 9 პირიდან ერთი პირი, ვალერი გოგიშვილი უდანაშაულოდ ცნო, დანარჩენ პირებს კი საპატიმრო სასჯელი შეუფარდა.

კერძოდ:

  • თბილისის მერიის კონტრაქტორ „გრინსერვის+-ის“ დირექტორლაშა ფურცვანიძეს – 6 წელი;
  • თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს – 3 წელი;
  • “მშენ-ექსპერტის” დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილს – 3 წელი და 6 თვე;
  • “მშენ-ექსპერტის” ექსპერტ დავით თუშიშვილს – 3 წელი და 6 თვე;
  • შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელ ლაშა ჭიყიტაშვილს – 3 წელი;
  • “გრინსერვისი+-ის” თანამშრომელს დევი კახოიძეს – 3 წელი;
  • „გრინსერვის+-ის“ საქმის მწარმოებელ ბექა მურღვლიან​ს – 3 წელი;
  • ელექტროშემდუღებელ გიორგი გობეჯიშვილს – 4 წელი.

რაც შეეხება ვალერი გობეჯიშვილის გათავისუფლების საკითხს, როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნული პირი იყო შემდუღებელი ხელოსანი, ის ძმასთან [გიორგი გობეჯიშვილი] ერთად მონაწილეობდა შედუღების სამუშაოებში, მისი როლი ძმასთან შედარებით ნაკლები იყო ამ სამუშაოსთან მიმართებაში. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი ბრალეულობა არ დასტურდებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g