LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 „რას აპირებს სახელმწიფო შოვში და გურიაში დაზარალებული ადამიანების საპასუხოდ, როდის მიიღებენ ისინი დანაკარგის ადეკვატურ კომპენსაციას“ – ანა ნაცვლიშვილის მიმართვა ეკონომიკის მინისტრს 

152
ნაცვლ

„2018 წელს, თქვენ გააკეთეთ ასეთი განცხადება : „2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება“.

გასულია ორი წელიც, სამი წელიც და ორს პლუს სამიც.

რატომ არ გვაქვს ადრეული გაფრთხილების სისტემა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე,“ – ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს პარლამენტში, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„რას აპირებს სახელმწიფო შოვში და გურიაში დაზარალებული ადამიანების საპასუხოდ?

ადამიანის სიცოცხლე როგორ შეაფასეთ ეს დავინახეთ. სახელმწიფო რა პარამეტრებით ხელმძღვანელობს, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ფასს ადებს?

რაც შეეხება ცოცხლად გადარჩენილებს, რომლებსაც სახლები დაენგრათ და შემოსავლის წყარო დაკარგეს. როდის მიიღებენ ისინი დანაკარგის ადეკვატურ კომპენსაციას სახელმწიფოს მხრიდან.

რასაც დღეს სთავაზობთ ეს არ არის ადეკვატური და ეს კარგად უნდა იცოდეთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პოპულარულები