LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო? ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერს ხალხი… აბა, რა უნდა ექნათ? უმადური არც კაცი ვარგა და არც ქალი… მადლობა არ ნიშნავს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ძალიანაც სწორი ქნეს ფეხბურთელებმა, გავეშვათ ამ ბიჭებს“ – ინგა გრიგოლია

11672
ინგა გრიგოლია, ეროვნული ნაკრები

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ეროვნულ ნაკრებს ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოეყო. გუშინ, საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა, პრემიის სახით, უკვე მიიღეს. საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ გვერდზე ასევე გამოქვეყნდა ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას კომენტარი, რომელშიც ის მადლობას უხდის ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს, რომლებმაც ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდს პრემიის სახით 30 მილიონი აჩუქეს.

„ცდილობენ ისეთი უნივერსალური საკითხების გადაკეთებას და პოლიტიზებას, როგორიცაა მადლიერება, ღირსების პატივისცემა და საერთო წარმატების აღნიშვნა“ – თალაკვაძე საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნაკრების კრიტიკაზე

ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდისთვის მიცემული პრემიაზე ფეხბურთელთა გამოხმაურებები მთავარი პოლემიკისა და არაერთგვაროვანი შეფასების საგანი გახდა სოციალურ ქსელში, რასაც ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პოსტით ეხმაურება:

„რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო?🙈

ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერს ხალხი… აბა რა უნდა ექნათ? მადლობა არ ეთქვათ? თუ პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით უნდა იხდიდნენ მადლობას ადამიანები? ნაკრების ბიჭების უმეტესობა რომ აქციების დარბევებს ღია პოსტებით აპროტესტებდა, ეს ნიშნავდა მათ პოზიციას და ახლა მადლობა რომ გადაუხადეს პრემიისთვის, ეს უკვე ხელისუფლებისთვის კოჭის გაგორებაა?!… კარგით რა…

უმადური არც კაცი ვარგა და არც ქალი… მადლობა არ ნიშნავს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ძალიანაც სწორი ქნეს ფეხბურთელებმა. P.s-შევთანხმდეთ და გავეშვათ ამ ბიჭებს,მგონი ეგ სჯობს ყველაფერს“, – წერს ინგა გრიგოლია.

„მე გახლავართ ცოცხალი მაგალითი იმ ადამიანისა, რომელიც მადლიერია ბიძინასი იმისთვის, რაც კარგი გაუკეთებია ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვის… ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადამიანის შექება, თუ რამე კარგს გვიკეთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სიჩუმეს, თუ იგივე ადამიანი რაიმე მნიშვნელოვანს აფუჭებს“ – გია ხუხაშვილი

ცნობისთვის, ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდისთვის პრემიის სახით 30 მილიონის გამოყოფაზე კომენტარი გააკეთა გიორგი მამარდაშვილმაც. მისი თქმით, ეროვნული ნაკრებისთვის, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარის გადაცემისთვის მადლობელია როგორც თავად, ისე ნაკრების თითოეული წევრი.

„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. ძალიან მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე თითოეული ფეხბურთელი ამ ყველაფრის გამო. კარგი იქნება, თუ კიდევ მეტი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხებს. მნიშვნელოვანია, გამოჩნდა რამხელას ნიშნავს ფეხბურთი ხალხისთვის. მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე მთელი ნაკრები“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

„ბიჭებს ვაფასებთ როგორც ფეხბურთელებს, თუ როგორც მოქალაქეებს? თუ როგორც ფეხბურთელებს, რანაირად მოახერხეთ ბუდუს უფრო გაღმერთება ვიდრე კვარაცხელიასი… თუ როგორც მოქალაქეებს, კაშიას როგორ დაუვიწყეთ სამკლავურის გამო, ძალიან ღირსეული პოზიცია…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„რა ცუდად გამოიყურება ჩემი ნიუს ფიდი. ტოქსიკურია სიყვარული, როცა პარტნიორს ეუბნები, თუ ისეთი არ იქნები როგორიც მე მინდა, არ მიყვარხარ. უპირობო სიყვარულია ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი“

ოთარ კიტეიშვილი აცხადებს, რომ ევროპული გამოცემებიც წერდნენ ეროვნული ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე, რაც ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი.

„რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, არის ძალიან დასაფასებელი ფაქტი, არა მარტო ჩვენი მხრიდან, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. ევროპული გამოცემები წერდნენ ამ ფაქტის შესახებ და ამის აფიშირება ხდებოდა, ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი და ძალიან მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც. ვფიქრობ, ძალიან კარგი მაგალითი იყო ამის“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g