LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები? ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და ოცნების ჩინოვნიკები ხელშეუხებელნი არ არიან.. სია შეიძლება ნებისმიერ დროს განახლდეს“ – Foxnews-ის ქართველი ჟურნალისტი

168
ნანა საჯაია

„რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები? პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და ოცნების ჩინოვნიკები ხელშეუხებელნი არ არიან“, – ამის შესახებ ამერიკული Fox News-ის პროდიუსერი და ჟურნალისტი ნანა საჯაია სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება ეხმიანება.

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს

„ჯინი თავისუფალია“, შეერთებული შტატები საქართველოსთან მთავრობასთან (და არა საქართველოსთან) გადადის თვისობრივად ახალ ეტაპზე და ეუბნება, რომ მათ ქმედებებს ხედავენ და არ „გაატარებენ“;

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს თქვა, ეს არის სანქციების პირველი ეტაპი. შეზღუდვა ეხება 20-ზე მეტ ადამიანს (ზუსტი რიცხვი სპიკერს არ უთქვამს, მან თქვა between 2 and 3 dozens, ანუ 24-32 ს შორის);

დღევანდელი სანქცია, მარტივად ნიშნავს, რომ სანქცირებული ხალხი ამერიკაში ვერ შემოვა;

სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს შეზღუდვები დააწესა დამოუკიდებლად და მას საამისოდ კონგრესის მიერ ახალი კანონის მიღება არ სჭირდება.

ასევე, ახალი კანონის გარეშე, დამოუკიდებლად, ფინანსური სანქციების დაწესება შეუძლია ხაზინას.

სავიზო ინფორმაცია არის პირადი ინფორმაცია, შესაბამისად, სახ დეპი ამ ადამიანების სიას არ აქვეყნებს, ხაზინას ეს შეზღუდვა არ აქვს, რადგან ხაზინის სანქციების საფუძველი, უმეტესად კანონის დარღვევაა (მაგალითად კორუფცია);

რატომ 20+ ადამიანი და არა, იგივე, 84-ივე დეპუტატი, ვინც კანონს ხმა მისცა? ამ ეტაპზე სანქციის მიზანი არის behavior change – „ოცნებას“ ჯერ კიდევ აძლევენ სიტუაციის გამოსწორების შანსს. ამავდროულად ეუბნებიან, რომ ეს სია შეიძლება ნებისმიერ დროს განახლდეს;

„ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული“ – მეთიუ მილერი

თვითონ სანქციების რანჟირებაში, სავიზო შეზღუდვები არის ერთდროულად მსუბუქი და მკაცრი ნაბიჯი. მსუბუქი იმიტომ, რომ, კარგი, არ წამოვა დიტო სამხარაძე ამერიკაში, გადაიტანს რამეფრად.

მკაცრი იმიტომ, რომ, „ჯინი თავისუფალია“ და ამის მერე ფინანსურ სანქციებამდე მოკლე მანძილია“, – წერს ნანა საჯაია სოციალურ ქსელში.

„მთავარი გამარჯვება გველის წინ, 26 ოქტომბერს!“ – ოპოზიციის გამოხმაურებები აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე

რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები? პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და ოცნების…

Posted by Nana Sajaia on ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2024

„ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის“ – სენატორი ჯინ შაჰინი სანქციებზე

ცნობისათვის, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.

„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია“ – მეთიუ მილერი

„სანქციებთან დაკავშირებით აზრი ნამდვილად არ შემიცვლია… მეამაყება რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას!“ – ნინო წილოსანი

„ეს არის მორიგი შეცდომა“ – თეა წულუკიანი აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე

„მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!“ – ირმა ზავრადაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g