LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს სახის რემოდელირება – სილამაზის აკადემია

685
თამო-ვაჩეიშვილი

რას ნიშნავს სახის რემოდელირება – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა ინექციონისტმა თამო ვაჩეიშვილმა ისაუბრა.

რა არის სახის რემოდელირება?

სახის რემოდელირება არის იგივე არაქირურქგიული, კონტურული პლასტიკა, რომელიც თანდაყოლილ, ასაკობრივ და პოსტტრავმულ დეფექტებს ავსებს. რემოდელირების დროს გამოიყენება შემავსებელი გელი, ეგრეთ წოდებული ჰიალურონის მჟავა.

რა ზონებზე კეთდება რემოდელირება?

შეგვიძლია გავაერთიანოთ რამდენიმე ინექციური პროცედურა, მაგალითად: ცხვირის კორექცია, ყვრიმალის კორექცია, ნიკაპის აღდგენა და შევსება, შედეგად ვიღებთ ქსოვილის დეფიციტის აღდგენას.

რა ასაკიდან კეთდება რემოდელირება?

ასაკის თქმა გამიჭირდება, რადგან რემოდელირება ტარდება საჭიროებიდან გამომდინარე და მთავარია პაციენტს ესაჭიროებოდეს აღნიშნული პროცედურის ჩატარება.