LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს სპეკულაცია, კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ და მთელი მსოფლიო ტყუის?! – რას ამბობენ სააკაშვილის დედა და ძმა კობახიძის განცხადებაზე

264
გიორგი გიულ;ი ირაკლი

პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილის სიკვდილის ზღვარზეა და საუბრობენ, რომ არსებობს ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეზე.

„უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ თემაზე განცხადებები მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია.

დღის ბოლოს კობახიძის განცხადებები გააკეთეს მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა.

რას ნიშნავს სპეკულაცია, ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ და მთელი მსოფლიო ტყუის?! – განაცხადა  მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.

რაც შეეხება კითხვას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადასტურებლად ფოტო და ვიდეომასალა უნდა გავრცელდეს, ალასანიას განმარტებით, როდესაც საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ასეთ დროს ანალიზები ტარდება.

კობახიძე: ერთ წელზე მეტია, ყოველდღე საუბრობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა, ხალხსაც მოაბეზრეს თავი

ამ ყველაფერს არაფერი საფუძველი არ აქვს. სახალხო დამცველი შევიდა და ციხიდან დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანა. არის პოლიტიკური სპეკულაციები“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

,,არ მესმის თუ მაღალი წნევა და ჩქარი პულსი ჰქონდა და მედიკამენტები არ შველოდა, ჯობდა ინექცია გაეკეთებინათ. მაღალი ტემპერატურა და წნევა აქვს უკვე ერთ კვირაზე მეტია.

ფოტო და ვიდეო რა შუაშია? არსებობს ანალიზები, ეს ხომ ჯანმრთელობას ეხება, რომელ ფოტოზე და ვიდეოზეა საუბარი, ასეთ დროს გამოკვლევები ტარდება და იმის მიხედვით იწერება დიაგნოზი. ამ პერიოდში მას არაერთი დიაგნოზი დაეწერა”, – აღნიშნა გიული ალასანიამ ჟურნალისტებტან საუბრისას.

მან სააკაშვილთან ამერიკელი ექსპერტის შეშვებაზეც ისაუბრა. გიული ალასანიას განმარტებით, ექსპერტის შეშვება დღის ბოლომდე დაჩქარებული წესით უნდა მომხდარიყო, მაგრამ ,,როგორც ჩანს, საერთოდ აღარაფერი აღარ არსებობს”.

“მქონდა ინფორმაცია, რომ გუშინ შეიკრიბა შესაბამისი კომისია და თითქოს დათანხმდნენ, რომ ეს ადამიანი უნდა შეეშვათ, მიეცათ მისთვის ლიცენზია. დღეს, დღის ბოლომდე ველოდებოდით, რომ მოხერხდებოდა მისი შეშვება დაჩქარებული ტემპით, მაგრამ როგორც ჩანს საერთოდ აღარაფერი აღარ არსებობს”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

კობახიძის განცხადებაზე ისაუბრა გიორგი სააკაშვილმა, მესამე პრეზიდენტის ძმამ.

„ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, სიკვდილის პირასაა, აქვს 38-მდე სიცხე, წნევა 170“ – თემურ ჯანაშია სააკაშვილის მდგომარეობაზე

როგორც გიორგი სააკაშვილი განმარტავს, დღითი დღე რთულდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დრო აღარ ითმენს.

„დღითი დღე რთულდება მიშას მდგომარეობა. წნევა იმ დღეს 220 აღენიშნებოდა, რაც არასდროს ჰქონია, პულსი 170 იყო. კრიტიკულ ზღვარზეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გუშინ უნდა შესულიყო ორივე ექსპერტი.

კატეგორიულად ვითხოვთ ჯეიმს კობის შეშვებას, რაც შეიძლება მალე დაიდოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ოჯახს, რომ მივმართოთ სასამართლოს ადვოკატების დახმარებით, რომ როგორმე მოხდეს მისი საზღვარგარეთ ტრანსპორტირება. დრო აღარ ითმენს.

ირაკლი კობახიძის განცხადებების კომენტირებისგან თავს შევიკავებ. მისი ჩვეული სტილია, რომ თურმე ყველაფერი სპეკულაციაა. ღმერთმა არ ჩაუგდოს ოჯახის წევრი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები.

ვხედავ, რომ ჩემი ძმა იღუპება და ვერასდროს შევეგუები. თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, არ მოვუწოდებ გლობალური მიტინგისკენ, არა, გვერდით დაგვიდგნენ, ქართველები გავერთიანდეთ, რომ მიშას სიცოცხლე გადავარჩინოთ“,- აღნიშნავს გიორგი სააკაშვილი.

“ბოლო 2 წელი ვეღარ ვცნობდი, დაავადებული იყო ნოსტალგიით და არ შეეძლო რომ არ ჩამოსულიყო” – ალასანია სააკაშვილზე

პოპულარულები