LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს წარწერები, რომელიც დღეს გამოჩნდა ქალაქში? ეძღვნება თუ არა ნიკო კვარაცხელიას – რას წერს იზა ომიაძე ფეისბუქში

241
BeFunky-collage

რას ნიშნავს წარწერები, რომელიც დღეს გამოჩნდა ქალაქში და ეძღვნება თუ არა ნიკო კვარაცხელიას? – ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომიაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ჩემთვის ძალიან ძვირფასო ადამიანებო ჟურნალისტებო, იცოდეთ განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება თქვენდამი, იმ თანადგომის გამო რასაც გამოხატავთ ჩვენი ოჯახის მიმართ, მაპატიეთ რომ სატელევიზიო კომენტარს ვერ ვაკეთებ, მძიმე ეომოციური ფონის გამო, დავწერ ყველაფერს.

კითხვაზე თუ რას ნიშნავს წარწერები, რომელიც დღეს გამოჩნდა ქალაქში, და ეძღვნება თუ არა ნიკო კვარაცხელიას, გეტყვით რომ დიახ! მას ეძღვნება, ძალიან მაგარმა ახალგაზრდებმა მხარში დგომა გამოუცხადეს ნიკოს იდეას და დააფიქსირეს რომ მომავალს ნამდვილად ვერავინ ვერ გაექცევა, დიახ მომავალი ნამდვილად პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებისაა…

არა კაცთ კვლას!

დიახ არა ღალატს და არა ყველა დროის შეუმდგარობას!!!

დიდი მადლობა ახალგაზრდებო, მეც მქონდა იდეა, გრაფიტით ანჯაფარიძის ქუჩაზე კედლის მოხატვისა, მაგრამ…

ღვთის შეწევნით გავა დრო და ნიკო ამასაც შეძლებს”, – წერს იზა ომანაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g