LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას შეცვლიდნენ ქალები საყვარელი მამაკაცის ცხოვრებაში

14

გამოცემა ”ოქეიმ” ათასამდე ქალი გამოკითხა იმის გასარკვევად, რას შეცვლიდნენ ისინი საყვარელი მამაკაცის ცხოვრებაში. გამოკითხული ქალების 38%-მა მამაკაცის იმიჯი დაასახელა. ქალების 22% აცხადებს, რომ მამაკაცის ჭამის მანერას შეცვლიდა, 18%-ს სურვილი აქვს მამაკაცმა სამსახური შეიცვალოს, 12% დიდი სიამოვნებით საყვარელი მამაკაცის ოჯახის წევრებს შეცვლიდა.

რაც შეეხება ხმების დანარჩენ რაოდენობას, ქალების 5% მიიჩნევს, რომ საყვარელი მამაკაცის ცხოვრებაში მისი მეგობრები არიან შესაცვლელები, 3%-ს კი გონია, რომ დიდი სიამოვნებით შეუცვლიდა მამაკაცს ჰობს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხული ქალების მხოლოდ 2%-მა განაცხადა, რომ საყვარელი მამაკაცის ცხოვრებაში არაფრის შეცვლა არ სურს და კაცები ისეთები უყვართ, როგორებიც არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები