LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უნდა მოვერიდოთ ზაფხულში, რომელი საკვებია საშიში

63
Screenshot 2022-08-26 122329

ექსპერტებმა ზაფხულში ყველაზე საშიში პროდუქტები დაასახელეს. ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი ანომალიური სიცხეების გამო საკვებით ინტოქსიკაციის რისკი იზრდება და ყველაზე ხშირად ეს კვერცხის, თევზის, ზღვის პროდუქტის და ქათმის გამო ხდება.
თუმცა, არის კიდევ სხვა საშიში პროდუქცია, რომელსაც ესპანურმა გამოცემა La Vanguardia-მა დიდი სტატია მიუძღვნა.
მასალის ავტორების აზრით, ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს ის ფაქტი, რომ მაღალი ტემპერატურის გამო ბაქტერიებისა და სხვადასხვა მიკრობების რაოდენობა იმატებს. ამასთან, საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ მოწამვლას ძირითადად ფასტ-ფუდი იწვევს, მთლად სიმართლეს არ შეესაბამება.
გამოცემამ რამდენიმე ყველაზე საშიში საკვების სია გამოაქვეყნა – კოტლეტი, მაიონეზი, სოუსები, კვერცხი, ზღვის პროდუქტი, ბოსტნეული, საზამთრო და ნესვიც კი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები