LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უზამს ფიფა რუსეთს: ან გარიცხვა ან წევრობის შეჩერება – ვინ რისი მომხრეა

54
Day124.00.30

ფიფა კონგრესის უახლოეს, ხუთშაბათის სხდომაზე რუსეთის სტატუსს განიხილავს.

საერთაშორისო ფედერაციამ უნდა გადაწყვიტოს შეუჩეროს რუსეთს წევრობა თუ საერთოდ გარიცხოს ორგანიზაციიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის წევრობის შეჩერების მომხრეა ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, ასევე აზიისა და აფრიკის კონფედერაციები.

გარიცხვას შესაძლოა მხარი დაუჭირონ უეფამ და კონმებოლმა.

ამ ორ სასჯელს შორის სხვაობა ის არის, რომ გარიცხვის შემთხვევაში, შემდეგ აღდგენის პროცესი უფრო რთულადაა.

ამასთან, საერთაშორისო მატჩებსა და ტრანსფერებზე აკრძალვა ნებისმიერ, ორივე შემთხვევაში იმოქმედებს.

ჯერჯერობით რუსეთის საფეხბურთო კავშირიდან ფიფას კონგრესზე აკრედიტაცია არავის გაუვლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები