LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ სექტემბერში – 5 ახალი ფილმი, რომელიც ეკრანებზე დღე-დღეზე გამოდის

210
fortuna-filmebi

სექტემბრის თვე, ყოველთვის დატვირთულია კინოპრემიერებით. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვარჩიოთ, რამდენიმე ახალი ფილმი, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით ელის.

დაპატიჟება

ფილმის პრემიერის თარიღად პირველი სექტემბერია გამოცხადებული. საშინელებათა ჟანრის ამ ახალ ფილმში მთავარ როლს ნატალი ემანეული ასრულებს. ეს გახლავთ ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგებს, რომ ბრიტანეთში მას გავლენიანი ნათესავები ჰყავს. გოგონა მათთან მიემგზავრება და იღებს შეთავაზებას, საცხოვრებლად სწორედ იქ, იმ საიდუმლოებით მოცულ სახლში გადავიდეს.

 

ბილეთი სამოთხეში

წლის მთავარი მელოდრამა, უდავოდ გახლავთ ფილმი ჯულია რობერტსისა და ჯორჯ კლუნის მონაწილეობით. ფილმი ეკრანებზე 15 სექტემბერს გამოდის. ჯულია და ჯორჯი განქორწინებულ წყვილს განასახიერებენ, რომლებიც ბალიზე, შვილის საქმროს გასაცნობად მიემგზავრებიან.

 

ნუ ღელავ, ძვირფასო

ეს გახლავთ დეტექტივი დრამის ელემენტებით. ფილმი ფლორენს პიუსა და ოლივია უაილდის მონაწილეობით, ეკრანებზე 22 სექტემბერს გამოვა.  ფილმში მოვლენები 50-იან წლებში ვითარდება.  ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ საყვარელი მეუღლე საიდუმლოებით მოცულ წარსულს მალავს.

 

მეომარი დედოფალი

ფილმი აგებულია რეალურ მოვლენებზე და ის აფრიკაში, მე-18 საუკუნეში მიმდინარე მოვლენებზე გვიყვება. კინოსურათში აქცენტი გაკეთდა ქალების ბრძოლაზე დამოუკიდებლობისთვის , მათ სიმამაცესა და გმირობაზე. ფილმში მთავარ როლებს ვიოლა დევისი და ლაშანა ლინჩი ასრულებენ.

 

ქერათმიანი

28 სექტემბერს ეკრანებზე გამოდის მორიგი ბიოგრაფიული ფილმი ლეგენდარული მერლინ მონროს ცხოვრების შესახებ. ამჯერად მონროს ეკრანზე ახალგაზრდა მსახიობი ანა დე არმასი განასახიერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები