LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წერს მალიბუ ტუღუში გურამ შეროზიას შესახებ: „არ მომწონდა, რომ გურამი „პრაიმ ჰაუსში“ უნდა შესულიყო. დღეს მომწერა, მგონი, აქ სრულიად მარტო დავრჩიო…“

415
გურამ შეროზია
გურამ შეროზია საკუთარ ბლოგზე აქვეყნებს მეგობრის, მომღერალ მალიბუ ტუღუშის ჩანახატს მის შესახებ:
„პროექტში მყოფი არცერთი ადამიანი არ იცნობს გურამს ისე – როგორც მე.
წლებია ვმეგობრობთ და არ მომერიდება იმის დაწერა, რასაც ახლა ვაპირებ.
გურამი არის ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება ამოატრიალა, ადამიანი, რომელმაც ისეთი სიკეთე გამიკეთა – მთელი ცხოვრება რომ ვერ გადავუხდი!
სრულიად უანგაროდ, ჩემი თხოვნის გარეშე – უბრალოდ, დაინახა, როგორ მჭირდებოდა დახმარება და გადაწყვიტა რომ თვითონ ყოფილიყო ის, ვინც ცხოვრებას შემიცვლიდა.
ზუსტად ვიცი, რომ გუროს გარდა ვერავინ მიხვდება რა სიკეთეზე ვსაუბრობ, მაგრამ დაკონკრეტების გარეშე, ჩემი ემოციიდან გამომდინარე, უთქმელადაც იგრძნობთ, დარწმუნებული ვარ, თუ რამხელა სიკეთეზეა საუბარი.
გურამი არის ის ერთ-ერთი ადამიანი, ნებისმიერ დროს რომ მივიდეს ჩემს სახლში – ჩემი დედიკო ყოველთვის სიყვარულით  დახვდება. დაუცხობს გემრიელ ხაჭაპურებს, ესაუბრება ბევრს და ყოველთვის, როცა დაემშვიდობება, მე მეტყვის: რა მაგარი ბიჭია და რა ცუდია, რომ უმეტესად ცუდი წარმოდგენა აქვთ მასზეო.
მახსოვს, სანამ ამ პროექტში შევიდოდა, მეკითხებოდა – რა ვქნაო.
მე არ მომწონდა ეს იდეა, არ გინდა ეგ პროექტი-მეთქი, ვეუბნებოდი – იქ ყველა ეცდება ისევ და ისევ ცუდი გურამ შეროზია გამოგაჩინონ-მეთქი. თუმცა, საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა, რადგან სჯეროდა მთელი გულით, რომ ბევრი ადამიანი დაინახავდა მის რეალურ სახეს და შეიყვარებდა.
ერთი გადაცემაც კი არ მინახავს, გუროს მივწერ ხოლმე: მითხარი დაახლოებით როგორი სიტუაცია გაქვს, ხო კარგად ხარ?
და მორჩა.
ვერ ვუყურებ, რადგან მართლა ვბრაზდები ბევრ რამეზე.
დღეს მომწერა, მგონი, სრულიად მარტო დავრჩი აქო და ზუსტად ამიტომ ვწერ ახლა ამ ყველაფერს, რადგან მეწყინა, გავბრაზდი!
ჩემი უთბილესი, უუუტკბილესი ბიჭი არ იმსახურებს ამ მიდგომას არავისგან.
ბევრს აღარ ვისაუბრებ, უბრალოდ, მთელი გულით მინდა ერთი დღე იყოთ მალიბუ და ჩემი თვალით დაინახოთ ნამდვილი გურო.
საოცარი მეგობარი, კეთილი და მშრომელი ადამიანი.
კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, იმ ადამიანებს – ვინც შეიყვარეთ და გვერდში უდგახართ.
მალიბუ“.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები