„საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია“, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე წერს.
ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც დემოკრატიის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შეუძლია ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს და საქართველოს რუსეთისადმი დაქვემდებარება დაასრულოს.
„ის, თუ როგორ გაკეთდეს ეს, თავად ქართულმა საზოგადოებამ, ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა გადაწყვიტოს. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე, მით უკეთესი“, – წერს ევროპარლამენტარი.
როგორც იუკნევიჩიანე ამავე განცხადებაში აღნიშნავს, „მიხეილ ყაველაშვილი მარიონეტია და პრეზიდენტის ინაუგურაციის შოუ პაროდიას წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება“.
„საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა, ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან“ – სალომე ზურაბიშვილი
„საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა, ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან“ – სალომე ზურაბიშვილი
„საქართველო რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ ომის ფართო სურათის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უნდა გადავწყვიტოთ: რა გავაკეთოთ? არჩევანი მცირეა, ან გამარჯვების მისაღწევად გადაწყვეტილების მიღება, ან აგრესიული რესპუბლიკის არსებობასთან შეგუება.
აშშ-მა მნიშვნელოვანი წინმსწრები ნაბიჯი გადადგა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით და მისი საქართველოში რუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად აღიარებით. ახლა დროა, ევროკავშირმა იმოქმედოს“. – წერს ლიეტუველი ევროპარლამენტარი.
Only new, transparent elections can lead the country out of this crisis. How to do this can be decided by Georgian society itself, with the support of the European Union. EU institutions have to act as mediators. And the sooner, the better. https://t.co/aXoPB5AD3P
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) January 2, 2025