LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასა იუკნევიჩიენე: „ქართული ოცნების“ მთავარი ლიდერები, არაფორმალურად, მაგრამ ანტიდემოკრატიულ კოალიციას შეუერთდნენ

86
რასა იუკნევიჩიენე

„ქართული ოცნების“ მთავარი ლიდერები, არაფორმალურად, მაგრამ ანტიდემოკრატიულ კოალიციას შეუერთდნენ, რომელიც ახლა უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

როგორც იუკნევიჩიენემ აღნიშნა, მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან ევროპარლამენტარებსა და ელჩებზე თავდასხმები დემოკრატიაზე თავდასხმას ნიშნავს:

რას ნიშნავს ეს თავდასხმები ელჩებზე, პოლიტიკოსებზე თუ ევროპარლამენტზე, რომელიც ევროკავშირში დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენია?

ეს ნიშნავს თავდასხმებს წევრობის წინააღმდეგ, საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მოვიყვან რუსეთის მაგალითს – კრემლის პოლიტიკა არის თავდასხმები დასავლეთის ქვეყნებზე, ყოველ ჯერზე ისინი თავს ესხმიან დასავლელ პოლიტიკოსებს, პოლიტიკასა და დემოკრატიას.

ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე, ამიტომ „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნების“ მთავარი ლიდერები, არაფორმალურად, მაგრამ ანტიდემოკრატიულ კოალიციას შეუერთდნენ, რომელიც ახლა უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის.

ეს სიმბოლოა – დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ და პირიქით. ამიტომ, შესაძლოა, სწორედ ამიტომ არ არის ქართული ოცნება უკრაინის მხარეს.“– განაცხადა ევროპარლამენტარმა გამოცემა On.ge-სთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g