„გარდა დიდი ხნის მეგობრობისა, მამუკასთან ბევრი საერთო საქმე და შრომა მაკავშირებს, ამ შრომის ნაყოფია ლიტერატურული პრემია „საბაც”, რომელიც 2002 წელს დავიწყეთ“, – ამის შესახებ პოეტი, რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში წერს და „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დაკავებას ეხმაურება.
ამაღლობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ წლების განმავლობაში ხშირად იყო მომენტები როცა განსხვავებული ხედვები ჰქონდათ მას და მამუკა ხაზარაძეს, თუმცა პოეტი ამბობს, რომ ყოველთვის იყო თანხვედრა იმ ღირებულებებში, „რომელიც საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანსა და ევროპულ მომავალს გულისხმობს“:
მამუკა ხაზარაძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – მას ასევე აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო.
„გარდა დიდი ხნის მეგობრობისა, მამუკასთან ბევრი საერთო საქმე და შრომა მაკავშირებს,
ამ შრომის ნაყოფია ლიტერატურული პრემია „საბაც”, რომელიც 2002 წელს დავიწყეთ.
ამ წლების განმავლობაში ხშირად ვემთხვეოდით ერთმანეთს, იყო მომენტები როცა გვქონდა განსხვავებული ხედვები, თუმცა ყოველთვის ვთანხმდებოდით ღირებულებებში, რომელიც საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანსა და ევროპულ მომავალს გულისხმობს.
ყველა პოლიტიკური პატიმარი განსაკუთრებულ ძალას ასხივებს, მამუკაც ასეა.
მშვიდად და სრული თვითრწმენით წავიდა იქ, სადაც რეჟიმს ჩვენი, საზოგადოების გამორჩეული ხალხი ჰყავს დამწყვდეული.
ახლა ყველაზე მეტად მინდა მამუკას ოჯახი იყოს მხნედ, ჩვენი ძალაც და ყურადღებაც ბოლომდე პატიმრების ოჯახებისკენ უნდა მივმართოთ, სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს, სანამ პატიმრები არ დაბრუნდებიან სახლში“, – წერს რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ 23 ივნისს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით
გარდა დიდი ხნის მეგობრობისა, მამუკასთან ბევრი საერთო საქმე და შრომა მაკავშირებს, ამ შრომის ნაყოფია ლიტერატურული პრემია…
Posted by Rati Amaglobeli on ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025