LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილი: „საქართველოში ჩემი კონკურსებში მონაწილეობა დასრულდა!..“

51

რატი დურგლიშვილს სასტუმრო „ამბასადორში“ შევხვდით, სპეციალურად „ფორტუნასთვის“ ფოტოსესია შედგა, შემდეგ კი – ინტერვიუ.

მომღერალი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში არ იყო, თბილისში დაბრუნებისთანაცე „ევროვიზიის“ შიდა კონკურსში ჩაერთო, ახლა კი ცოტა ხნით დასვენება გადაწყვიტა, რადგან ძალიან გადაღლილია.

რატი, მოწყენილი ჩანხარ…

გადაღლილი ვარ, მოწყენილი – არა (იღიმის). საქართველოში არ ვიყავი, რომ ჩამოვედი, 10 დღე განიწყვეტლივ ვრეპეტიციობდი „ევროვიზიისთვის“, 4-5 საათი გადავტვირთე თავი რეპეტიციებით. საკმაოხნიანი პაუზა გამომივიდა, არ მიმღერია. მთავარი მიზანი იყო, რომ ჩემი ყელი ნოტებს არ ასცდენოდა. არ იყო იდეალური შესრულება, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, ის არ იყო, რაც მინდოდა, მაგრამ თავი არ დამიზოგავს, ნორმალური გამოვიდა. ახლა ვინაზღაურებ ენერგიას, მაგრამ ახლა მიწევს წასვლა დიდი ხნით და ამისთვისაც ფსიქოლოგიურად ვემზადები. იხილეთ ვრცლად (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები