LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი გაჩეჩილაძე: „ჩემმა ცოლმაც თუ აიღო ხელში იარაღი, ომში მეც გავყვები“ – კარინა ლისენკოს ოჯახი უკრაინის დატოვებას არ აპირებს

517
karina-da-rati

სამეჯლისო ცეკვების დინასტიის წარმომადგენელ რატი გაჩეჩილაძეს რთული პერიოდი უდგას. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელ ცოლს, კარინა ლისენკოს სამშობლოში მიმდინარე ომის საშინელებები დაავიწყოს. ამაში რატის ცეკვა ეხმარება, წყვილი დილიდან საღამომდე სტუდიაში მოწაფეებთან მუშაობით არის დაკავებული.

რატი გაჩეჩილაძე ჟურნალ „სარკეს“ უზიარებს საკუთარ ემოციებს და ამბობს: „კარინასთვის ყველაზე დიდი შვება და წამალი არის ცეკვა და მეც მაქსიმალურად ვტვირთავ, რომ სხვა რამეზე ფიქრის დრო არ ჰქონდეს…“

საფიქრალი კი კარინას ძალიან ბევრი აქვს, ვინაიდან მთელი მისი ოჯახი უკრაინაშია და ქვეყნის დატოვებას არ გეგმავენ.

ნიკა მაჩაიძე: „რუსეთი დაიშლება პატარა რესპუბლიკებად, რომლებიც ერთმანეთთან იომებენ… რუსეთი, როგორც ასეთი, აღარ იარსებებს…“

რატი გაჩეჩილაძე: 

„კარინას რძალი თავისი მეუღლის გარეშე არ ტოვებს ქვეყანას. იმავეს აკეთებს კარინას დედაც. ეს ქალები ქმრებს უდგანან გვერდში. კარინას ძმას ომის დროს კიევში შეეძინა ბავშვი, კიევი დატოვეს, მაგრამ ისევ უკრაინაში არიან…

ჩემი მეუღლის მშობლები ზაპოროჟიედან მოშორებით, სოფელში არიან გახიზნული. კარინას მამა ზაპოროჟიეს აეროპორტის დირექტორია. ომი რომ დაიწყო, მამამისი სპეციალურ ბომბსაცავში იყო რამდენიმე დღე, კარინას დედა კი – საცხოვრებელი სახლის სარდაფში. ომის პირველი კვირა განსაკუთრებულად რთული იყო. ყველანაირად ვცდილობდი, რომ კარინასთვის იმედი მიმეცა. რაც კარინას ოჯახი შედარებით უსაფრთხო გარემოშია, შედარებით მშვიდად ვართ…“

„სარკის“ კითხვაზე, ხომ არ უთქვამს კარინას, რომ თუ სამშობლოს დასჭირდა, ხელში იარაღსაც აიღებს, რატი გაჩეჩილაძე ასე პასუხობს: „კი, უთქვამს, ავიღებო და ვიცი, რომ ამის გამკეთებელიც არის. ღმერთმა ნუ ქნას და თუ ამის აუცილებლობა დადგა, მეც გავყვები ომში გვერდით. ჩვენში მებრძოლი სული ძლიერია…“

თეონა ცხომელიძემ უკრაინელი ქმრის ხასიათის საიდუმლო ამოხსნა: „მძაფრად განვიცდით, რაც იქ ხდება…“

ბუბა კიკაბიძე: „კარგია, რომ საქართველოში ხალხი ცალკეა და ხელისუფლება – ცალკე, რადგან ჩვენ პრორუსი მთავრობა გვყავს!..“

ჯანეტ ქერდიყოშვილი: „ზუსტად ვხვდები და ვგრძნობ იმას, რასაც დედა განიცდიდა, გემით რომ ტოვებდა რუსული ტანკებით გარშემორტყმულ თავის მშობლიურ აფხაზეთს…“