„მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს ეხმაურება და აღნიშნავს „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის საქციელს, როდესაც მან „ვრემიას“ მიმდინარეობისას ანტისაომარი პლაკატი გამოაჩინა:
„მე დავიბადე სანქტ-პეტერბურგში აფხაზეთიდან დევნილი ჩემი მშობლების ოჯახში და სანამ საქართველოში დავბრუნდებოდი, მოსკოვშიც ვცხოვრობდი, ახლა ვხვდები რამდენად გამიმართლა იქ რომ აღარ ვარ.
დღეს რასაც რუსეთის ხელისუფლება სჩადის, ამას გამართლება არ აქვს და ყველა ის ადამიანი, ვინც მდუმარებით უყურებს, არანაკლები დამნაშავეა!
დღეს, აფხაზეთის ომის 30 წლისთავზე, ზუსტად ვხვდები და ვგრძნობ იმას, რასაც დედა განიცდიდა, გემით რომ ტოვებდა რუსული ტანკებით გარშემორტყმულ თავის მშობლიურ აფხაზეთს, ვხედავ, რასაც უკრაინელი დედები გადიან და განიცდიან.
24 თებერვლის შემდეგ, ასე მგონია, ჩვენც უკრაინაში ვიმყოფებით და ეს ომი ჩვენ წინააღმდეგაც არის. ამ ომს არასდროს ექნება გამართლება.
მადლობა ყველა ქართველს, ვინც რამით მაინც ცდილობს უკრაინელების მხარდაჭერას და მადლობა ამ მამაც გოგოს, განსაკუთრებული მაგალითის ჩვენებისთვის, მათ შორის მდუმარებაში მყოფი რუსული ტელევიზიისა და შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის!
Слава України ! Героєм Слава !
??♥️?? #stopwar“.