LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი იონათამიშვილი: „რასაც ახლა სკოლებში კადრულობენ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“, აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები, ჰიტლერისა და ლენინის შემდეგ მსგავსი სიბინძურე საჯარო სკოლებში ევროპაში არავის უკადრია სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა“

160
რატი იონათამიშვილი

„ასობით მშობელმა მომწერა, დამიკავშირდა და მითხრა იმ საკითხებთან დაკავშირებით სკოლებში რასაც კადრულობენ ზოგიერთები. ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია დღეს ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბროთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

იონათამიშვილის განცხადებით, სახეზეა ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბება ბავშვებისთვის, რაც შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს, რადგან ბავშვების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და მათი ჩაგვრა გამოიწვიოს:

„ერთია, რომ მე ვარ „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი და მეორეა, რომ მე ვარ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, აუცილებელია, ამ ყველაფრის შეფასება მოხდეს უფლებადაცვითი კუთხით, ვინაიდან ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა სკოლებში და რასაც კადრულობენ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები, მსგავსი სიბინძურე საჯარო სკოლებში ევროპაში ჰიტლერისა და ლენინის შემდეგ არავის უკადრია მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა.

ჩვენ გვახსოვს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, „მიშა, მიშას“ რომ აძახებინებდა სკოლის მოსწავლეებს და დღეს რასაც ვხედავთ სკოლებში, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელი, ვინაიდან სახეზეა ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბება ბავშვებისათვის, რაც ძალიან სახიფათო და საშიში შეიძლება იყოს, ვინაიდან, ამან გამოიწვიოს დისკრიმინაციული მოპყრობა და ჩაგვრა ბავშვების მიმართ, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვთა განვითარებას“ – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილი: „სალომე ზურაბიშვილის მავნებლობის დონე ყოველგვარ ზღვარს გასცდა, ის ნამდვილი სახელმწიფო დამნაშავეა – სამართალდამცავებს, რომელთა ქმედებაზეცაა დამოკიდებული მართლწესრიგის შენარჩუნება ამჯერად ნარკოტიკების მოხმარებაში ადანაშაულებს“

პრეზიდენტი: „სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს – ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g