LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილი თვითაქტუალიზაციას ცდილობს

148
Untitled design (1)

გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და ივანიშვილი მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რატი იონათამიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ „სალომე ზურაბიშვილი თვითაქტუალიზაციას ცდილობს“.

მისივე თქმით, „ეს არის ის გზა, რომელსაც მისი კოლეგა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც გადიოდნენ“.

„ეს არის ამორალური განცხადება და როგორც ჩანს, ორი წინაპირობა აქვს. ერთი, შესაძლოა, ეს იყოს დავალება რადიკალური დღეს წესრიგიდან, რომელსაც როგორც წესი, პირნათლად ასრულებს. მეორე, პიროვნული მისი მხრიდან, რაც ასევე მძიმე შემთხვევაა, ზნეობრივი სტანდარტებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები