LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი წითელაძე „ოქროს გლობუსზე“ დასასწრებად მიიწვიეს

189

რატი წითელაძის ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი ავრცელებს სიახლეს, რომლის თანახმადაც, ქართველი რეჟისორის პროექტი „ოქროს გლობუსის“ ჰოლივუდის უცხოური პრესისას ასოციაციის რეზიდენციის გრანტის გამარჯვებული გახდა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის TIFF Filmmaker Lab-ის რჩეული რეჟისორებიდან, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის კომისიამ რატი წითელაძე, პროექტით “ცარიელი სახლი” 3 გამარჯვებულს შორის დაასახელა.

რატი ლოს-ანჯელესში, სამკვირიანი რეზიდენციის ფარგლებში ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის საბჭოს წევრებს, ცნობილ კინემატოგრაფისტებსა და მოწვეულ სპიკერებს შეხვდება და „ოქროს გლობუსის“ 76-ე დაჯილდოებას დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ რატის „ცარიელი სახლი“ ასევე შერჩეული იყო 6 საუკეთესო რეჟისორს შორის Festival de Cannes Cinéfondation-ზე, 10 რჩეულ პროდიუსერს შორის Berlinale – Berlin International Film Festival-ზე და მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული ფესტივალის ჯილდო მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g