LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ძვირდება პური

146
22757

ქვეყანაში ამ დროისთვის პურის ფასი არ გაზრდილა და წარმოებები სტაბილურად მუშაობენ.

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე პრესკონფერენცია გამართა და პანდემიაზე, ინფლაციასა და პურის ფასებზე ისაუბრა.

მალხაზ დოლიძე აცხადებს, პურის ფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ძირითადად ლარის კურსის ცვლილებამ განაპირობა და პურის ფასის შენარჩუნებას მწარმოებლები მოგების შემცირების ხარჯზე ახერხებენ.

„თბილისში პურის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი იყო. გვესმის, რომ ლარი გაუფასურდა, პროდუქტებზე ფასი შეიცვალა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც პურზე და არც ფქვილზე ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა და წარმოებები სტაბილურად მუშაობენ.
პანდემიის გამო ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, პური იყიდება შეფუთული ფორმით და შესაფუთი მასალის ღირებულება ერთ პურზე 10 თეთრია, ეს ყველაფერი საწარმოებზეც მოქმედებს. ფასის შენარჩუნება ხდება მოგების შემცირების ხარჯზე. ძალიან ბევრი წარმოება აღარ მუშაობს, მუშაობს ის, ვინც ამ ხარჯების ზრდას უძლებს“, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები