ფინანსთა მინისტრი ეხმიანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით დაიგეგმა.
შეკითხვაზე, რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილს, ხუციშვილი ასე პასუხობს:
„არ მაქვს ინფორმაცია, ვინ იყო ინფორმირებული ვიზიტზე და ვინ არა. ბუნებრივია, ვიზიტი შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით დაიგეგმა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ იყო ინფორმირებული.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.
პრემიერი ილჰამ ალიევს შეხვდა – რაზე ისაუბრეს
ღარიბაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს