LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ მონაწილეობს მზია ორველაშვილი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“: „არავის აქვს უფლება, პროექტში მონაწილეობა აგიკრძალოს…“

531

მზია ორველაშვილის „ფეისბუქ“-გვერდზე გამოჩნდა პოსტი, სადაც მოცეკვავე აღნიშნავდა, რომ მისი მხრიდან „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე უარის თქმა დიდი შეცდომა იყო. Fortuna.ge მოცეკვავეს დაუკავშირდა იმის გასაგებად, რით იყო განპირობებული ეს უარი.

მზია ორველაშვილი:

„ფეისბუქი“ გამიტეხეს და ეს სტატუსი მე არ მეკუთვნოდა (იღიმის). სხვათა შორის აქამდე არ მქონია ეს შემთხვევა. პირველად გამიტეხეს „ფეისბუქი“. როგორც კი ვნახე, სტატუსი წავშალე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პროექტში მონაწილეობას რომ არ ვიღებ, ძალიან მწყდება გული. მინდოდა მონაწილეობა, მაგრამ თავად ვერ მოვახერხე. მყავს ახალი მეწყვილე, კონსტანტინ ასტასიევი, მოსკოვიდან. ახლა ერთად ვვარჯიშობთ. ძალიან მცირე დრო გვაქვს, ერთი თვე, რომ მოვემზადოთ საერთაშორისო კონკურსისთვის, რომელიც ბათუმში იმართება.

ძველ მეწყვილეს ვერ შეეწყვეთ?

მყავდა ლიტველი მეწყვილე, რომელსაც ვერ შევეწყვე. ჩემმა მწვრთნელმა, ილია დანილოვმა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები ჰყავს, ჩემი დონის მეწყვილე მომიძებნა და ახლა მასთან ერთად ვვარჯიშობ.

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რომ არ ვმონაწილეობ, ძალიან ვნანობ. მგონია, რომ პროდიუსერებსაც ეწყინათ. ხომ ატყობ ადამიანს სახეზე… მგონია, რომ გამიბრაზდნენ, რადგან ძალიან ბევრჯერ დამირეკეს და უარი ვუთხარი. ერთხელ მივედი კიდეც და საბოლოოდ, მაინც უარი ვთქვი. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ჩემი ოჯახია, სიტყვით ვერ აღვწერ, როგორ მწყდება გული, პროექტში რომ არ ვარ.

შემდეგ ჯერზე მიიღებთ მონაწილეობას?

აუცილებლად!.. ახლა ვერანაირად ვერ მოვახერხებდი, რადგან დრო ნამდვილად არ მაქვს.

იყო ჭორები, რომ რადგან გიგი გაჩეჩილაძე და გოჩა ჩერტკოევი პროექტში არ მონაწილეობენ, თქვენი მეგობრობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ამის გამო გეთქვათ უარი პროექტის პროდიუსერებისთვის… საუბრობდნენ, რომ რამდენიმე მოცეკვავე სწორედ ამის გამო არ მონაწილეობს.

ბევრს ჰგონია, რომ მეც ამის გამო არ ვარ პროექტში, მაგრამ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ბევრი მეგობარი მყავს, მთლიანად ტელეკომპანია „იმედში“, დიახ, გიგი გაჩეჩილაძეც ჩემი მეგობარია… რასაც ამბობენ, რომ გიგიმ სთხოვა მოცეკვავეებს, პროექტში არ წასულიყვნენ, ასეთ რაღაცას მე არ დავთანხმდებოდი. მე მაქვს საკუთარი აზრი. გიგი თვითონაც არ მოვიდოდა და არ მთხოვდა, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა არ მიიღოო და მეც არ დავთანხმდებოდი. არავის აქვს უფლება, პროექტში მონაწილეობა აგიკრძალოს. მე მქონდა რეალური მიზეზი, მეწყვილის ცვლილება…

გიგის, როგორც თქვენს მეგობარს, ხომ არ ეწყინება, როცა გაიგებს, რომ მისი თხოვნის შემთხვევაში მის აზრს არ გაითვალისწინებდით და მაინც მიიღებდით მონაწილეობას?

რა ვიცი… თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება, ეწყინოს? ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მინდა. გიგი კი არის ჩემი მეგობარი, ხშირად ვართ ერთად, მაგრამ ისიც აკეთებს იმას, რაც თავად უნდათ. ჩვენ ასე ვართ. ვითვალისწინებ სხვის მოსაზრებებსაც, მაგრამ რაღაც დოზით, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებ (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g