LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ შეუძლიათ რძის საწარმოებს ჩვენთან ნორმალური ყველის შექმნა?

1626
METREVELI YVELI

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, ყველის მოყვარულების პრობლემაზე წერს. როგორც ის ამბობს, სოფლიდან ჩამოტანილი პროდუქტის ქუჩაში შეძენა წლების წინ შეწყვიტა. ახლა კი აღმოაჩინა, რომ არჩევანი უსაფრთხოებასა და გემოს შორის გააკეთა, უსაფრთხოების სასარგებლოდ.

„ესე იგი, რამდენიმე წლის წინ შევწყვიტე ყველის ქუჩაში ყიდვა. ქუჩაში ანუ პირდაპირ სოფლიდან ჩამოტანილის და გადავედი მხოლოდ სუპერმარკეტებში შეძენაზე, სადაც საწარმოში დამზადებული იყიდება და უფრო უსაფრთხოა.

წინა დღეს ჩემი ცოლი დაბრუნდა საჩხერიდან. იქ უყიდია სოფლის ყველი. ჰოდა, რომ გავსინჯე, მივხვდი, რომ ეს წლები ყველის გარდა ყველაფერს ვჭამდი. ძლივს ყველის გემო გავიხსენე. თურმე ყველი გემრიელიც შეიძლება იყოს!

რატომ არ შეუძლიათ რძის საწარმოებს ჩვენთან ნორმალური პროდუქტის შექმნა? რატომ უნდა ვიდგეთ ასეთი არჩევანის წინაშე – ან უსაფრთხოება ან გემო? კარაქი და არაჟანი ცოტა ძლივს დაასმაგავსეს რაღაცას. აი, ყველს არაფერი ეშველა!

ჰო, კომენტარებში დაწერეს და ვეთანხმები: მაწონი რომ თურქული უფრო გემრიელი იქნება, ვიდრე ქართული, რაზე უნდა ილაპრაკო?!“ – წერს მერაბ მეტრეველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g