LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დადის კრისტი ყიფშიძე ესპანეთში და ვისთან ერთად ხვდება ახალ წელს მოდელი?!

39

კრისტი ყიფშიძის ცხოვრებაში სიახლეებია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახლო მომავალში მოდელის მონაწილეობით ახალი ფილმის პრემიერაა დაგეგმილი. გარდა ამისა, ვინც სოციალურ ქსელში კრისტის გვერდს ადევნებს თვალს, ესპანეთში გადაღებულ ფოტოებსაც შეამჩნევდა. სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოდელს რამდენიმე კითხვით დავუკავშირდით.

კრისტი, ბოლო პერიოდში ხშირად მოგზაურობ ესპანეთში. რა არის მიზეზი? უბრალოდ დასვენება თუ საქმიანი მიზნით სტუმრობ?

დასასვენებლად ვიყავი, თუმცა ვმუშაობ ფილმზე, ბოლოს რომ ვიყავი ესპანეთში, დაემთხვა ჩემი ვოიაჟი ფილმის გადაღებებს, მაგრამ მე უკვე აღარ მიღებენ, მაისში გადამიღეს.

რა ფილმია?

ფილმს ჰქვია “ვისაუბროთ პაკოზე“. პაკო დე ლუსიო იყო ძალიან ცნობილი, მსოფლიო დონის გიტარისტი, რომელსაც რეჟისორი კარგად იცნობდა და გადაწყვიტა, მისთვის ფილმი მიეძღვნა. რეჟისორი ჟენია გორინია, რომელიც მოსკოვში გავიცანი და შემომთავაზა როლი. მე მკითხავს ვასახიერებ.

როდის არის ფილმის პრემიერა დაგეგმილი?

2016 წლის თებერვალში. თებერვალში გარდაიცვალა პაკო დე ლუსიოც და ამიტომ შეირჩა ეს თარიღი.

კრისტი, ახალი წელი ახლოვდება, თუ აპირებ სადმე წასვლას 31 დეკემბერს? სად ხვდები ხოლმე ახალ წელს?

საახალწლოდ ყოველთვის სახლში ვარ და ძალიან მინდა რომ ბედობას, 2 იანვარს სადმე წავიდე.

ვისთან ერთად ხვდები ხოლმე ახალ წელს?

ოჯახში, სახლში ვარ ყოველთვის ჩემთვის. ტრადიციულად სახლში. არ მიყვარს სადმე გასვლა, რესტორანში ან კლუბში. მიყვარს ახალი წლის სახლში აღნიშვნა. მე ვფიქრობ, ეს არის ოჯახური დღესასწაული, რომელსაც უნდა შევხვდე სახლში, ჩემს ოჯახთან ერთად. მერე დილით მოვლენ ჩემი დის შვილები. შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, საახალწლო კვირა იწყება. მერე შეიძლება მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდე. შარშან ყაზბეგში წავედით და კარგი იქნებოდა, საზღვარგარეთაც წავსულიყავი, ოღონდ ახალ წელს არ მინდა.

ანუ უკვე გეგმავ ახალი წლის მერე საზღვარგარეთ წასვლას?

არა, გეგმაში არასდროს არაფერი არ მაქვს, ყოველთვის ყველაფერი სპონტანურად ხდება.

დიდი მადლობა. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

გუგა ლეჟავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები