როდესაც დენიელ კრეიგმა ჯეიმს ბონდის როლის შესრულებაზე უარი განაცხადა, დასავლურმა მედიამ მაშინვე დაიწყო შესაბამისი მსახიობის ძებნა. ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ტომ ჰიდლსტონი იყო, თუმცა ამჯერად ცნობილი ხდება, რომ მთავარი როლისგან ისიც გამოირიცხა. ფილმის პროდიუსერებმა ის „ზედმეტად თავდაჯერებულად და არასაკმარისად მამაკაცურად“ მიიჩნიეს. ამასთან, ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ კრეიგი აღარ აცხადებს უარს აგენტი 007-ის როლის შესრულებაზე და უკანასკნელი ცნობით ის ფილმში დაბრუნდება.
„ბონდიანას“ პროდიუსერი, ბარბარა ბროკოლი მიიჩნევს, რომ ჰიდლსტონმა „ოქროს გლობუსის“ სამადლობელ სიტყვაში მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, ამას მისი ტეილორ სვიფტთან რომანის შემდეგ გაფუჭებული რეპუტაციაც ერთვის, ამიტომ ფილმის შემქმნელებმა დენიელის დასაბრუნებლად ძალ-ღონე არ დაიშურეს.
უკვე ცნობილია, რომ გადაღებები 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება, პრმეიერა კი 2018 წელს შედგება.