LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ დარდობთ ჩვენს დასანქცირებაზე? ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ… როგორმე ჩვენ ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება… ” – ირმა ზავრადაშვილი ჟურნალისტს

144
ირმა ზავრადაშვილი

„თუ იქნება [სანქციები] ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის” – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით:

„გასცა თუ არა მითითება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისადმი სანქცირებული პირების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ?“ – რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვა ნათია თურნავას

„რატომ დარდობთ ჩვენს დასანქცირებაზე? ნუ ნერვიულობთ. ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ. მთელი ისტორიის განმავლობაში, ამ ქვეყნის კეთილდღეობის გულისთვის, ადამიანებმა სიცოცხლე და ოჯახები შესწირეს და როგორმე ჩვენ ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება. თუ იქნება [სანქციები] ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა” – ეს არის თქვენი და თქვენი დამკვეთების შეფასება. დემოკრატია რომ არ იყოს, თქვენ ამ კითხვის დასმის საშუალება გექნებოდათ? ერთი 12 წლის წინ ვინმესთვის დაგესვათ ეს კითხვა, ვნახავდით რა დაგემართებოდათ”- განაცხადა ზავრადაშვილმა.

მამუკა მდინარაძე  – „სკეტჩის” არ იყოს, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ? – ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს, გაცვდა ეს მოქმედებები, ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში და ძალით რატომ აკეთებენ?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g