LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაიფიქრეს ერთ თვეში ნუცა ქირიამ და აჩიკო ნიჟარაძემ ამერიკაში ცხოვრება: „იქ ჩვენს შვილებს ისეთ სიყვარულით სავსე გარემოს ვერ მივცემდით, როგორიც აქ აქვთ“

13653
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

ნუცა ქირია, რომელიც მაყურებელმა, დაახლოებით, ერთი წლის წინ პროექტ „მიმღერედან“ გაიცნო, სადაც ის მეუღლესთან, მომღერალ აჩიკო ნიჟარაძესთან ერთად მონაწილეობდა, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმაზე, თუ რატომ გადაიფიქრეს ერთ თვეში მან და მისმა მეუღლემ, აჩიკო ნიჟარაძემ ამერიკაში ცხოვრება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– მე და აჩიკოს გადაწყვეტილი გვქონდა, ჩვენს შვილებთან ერთად ამერიკაში წავსულიყავით და რამდენიმე წელი იქ გაგვეტარებინა. ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდით. იქ გვინდოდა საცხოვრებლად გადასვლა და ფეხის მოკიდება. ჯერ ვიზაზე იყო პრობლემები. ჩვენ გვქონდა, მაგრამ ჩვენს პატარას – არა. როგორც იქნა, ესეც და სხვა პრობლემებიც მოვაგვარეთ და წავედით. თავდაპირველად, გადაწყვეტილი გვქონდა, რომ მინიმუმ ორი წელი იქ უნდა გვეცხოვრა. ბავშვებს სკოლაში ევლოთ, გვემუშავა და ასე შემდეგ, ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, აბსოლუტურად სხვა სამყაროში მოვხვდით. იქ მანამდეც ვიყავით ნამყოფი და ასე თუ ისე რაღაც წარმოდგენები გვქონდა, მაგრამ როდესაც ბავშვებით მიდიხარ, როცა უკვე სახლიც გაქვს და სამსახურიც, სულ სხვა ყოფილა. თავიდან ხომ ორ წელს ვგეგმავდით, მაგრამ ერთი თვის თავზე აჩიკომ მითხრა, მგონი ორი წელი ძალიან ბევრია და მოდი, ერთ წელიწადში წავიდეთო. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. შემდეგ ექვს თვეზე ჩამოვედით, ბოლოს კი გადავწყვიტეთ, ბილეთები გვეყიდა და მეორე თვის ბოლოს წამოვსულიყავით (იცინის). ასე დასრულდა ჩვენი ცხოვრება ამერიკაში. ჩვენი ამერიკული ოცნება სულ რაღაც ორთვიანი აღმოჩნდა.

– არადა, ალბათ, რამდენი ძალისხმევა ჩადეთ…

– მართლა ძალიან ბევრი, მაგრამ მივხვდით, რომ არანაირი მატერიალური კეთილდღეობა არ გვიღირდა ამად. გამოვიდა, რომ შორს უფრო ხვდები შენი ქვეყნის ფასს, მეგობრებისა და ოჯახის გვერდით ყოფნის მნიშვნელობას. მეგობარი იქაც ბევრი გვყავს, მაგრამ მაინც სულ სხვა გარემოა. ჯერ იმდენი დროც არ იყო გასული, რომ უზომო მონატრება გვეგრძნო, მაგრამ რომ წარმოვიდგინეთ, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, მივხვდით, რომ არ გვიღირდა. აქაურობის გარეშე ვერ ვიცხოვრებდით, ეს ძალიან მალე გავაცნობიერეთ და დავბრუნდით კიდეც საქართველოში. იქ ჩვენს შვილებს ისეთ სიყვარულით სავსე გარემოს ვერ მივცემდით, როგორიც აქ აქვთ. დავბრუნდით თუ არა, ასეთი ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და მგონი, კარგის ნიშანია (იცინის).

– ალბათ ყველა გაოცდა თქვენი გადაწყვეტილების გამო.

– ვერავინ მიხვდა, რა ვქენით და რატომ (იცინის).

ინტერვიუ იხილეთ ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g