LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაწყვიტა სალომე ბაკურაძემ კლიპის გადაღება აშშ-ში

26

სალომე ბაკურაძემ მეუღლესთან, ლაშა ბასლანძესთან ერთად აშშ-ში იმოგზაურა და იქიდან არა მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებებით, არამედ ახალი კლიპით დაბრუნდა, რომელსაც საზოგადოებას მალე წარუდგენს. სიმღერა, რომელზეც ვიდეორგოლი გადაიღეს, სალომემ მეგობრის შვილთან ერთად ჩაწერა. „ფორტუნას“ დეტალებზე ესაუბრა.

სალომე ბაკურაძე:

სიმღერა ერთი წლის წინ ჩავწერეთ მე და ნენე ნიკოლავამ, რომელიც ჩვენი მეჯვარის, ვახოს შვილია. მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერაა მანანა გურგენიძის ტექსტზე. ვახოს ოჯახი აშშ-ში ცხოვრობს. როცა გადაწყდა, რომ მე და ლაშა ვაპირებდით გამგზავრებას დასასვენებლად და სამოგზაუროდ, გადავწყვიტეთ, იქ გადაგვეღო კლიპი. ვფიქრობ, ვიდეორგოლის კონცეფცია თანამედროვეა, ვიმოგზაურეთ, ბევრი ადგილი მოვინახულეთ მე და ნენემ და გადავიღეთ. კლიპი მონტაჟდება და როგორც კი მზად იქნება, მაყურებელი მალევე იხილავს, სავარაუდოდ, ერთ თვეში. ვრცლად (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები