ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის შესრულების დროს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც რეისი გაუქმდა.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, მგზავრებს ბილეთების მომდევნო რეისებზე გადასაცვლელად ან თანხის უკან დასაბრუნებლად შეუძლიათ მიმართონ საინფორმაციო სამსახურს ადგილზე.
„ავიაკომპანია „ვიზეარის“ თვითმფრინავის რეისის ქუთაისი-ბარსელონას შესრულების დროს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. კომპანიის ტექნიკოსების და თვითმფრინავის კაპიტნის რეკომენდაციით მიღებულია რეისის გაუქმების გადაწყვეტილება. მგზავრებს ბილეთების მომდევნო რეისებზე გადასაცვლელად, ან თანხის უკან დასაბრუნებლად შეუძლიათ მიმართონ საინფორმაციო სამსახურს ადგილზე ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანია „ვიზეარის“ ცხელ ხაზს: 07 06 777 483. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ის მგზავრები, რომლებიც გაფრენას მომდევნო რეისით გადაწყვეტენ, მათი ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ხარჯებს კომპანია „ვიზეარი“ აანაზღაურებს“, – ნათქვამია ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.