“რატომ ებრძვიან ქართველები რუსებს? იმისთვის, რომ აქ არ ცვიოდეს ბომბები, არ ნადგურდებოდეს ჩვენი ქალაქები და სოფლები, არ აუპატიურებდნენ ქალებს, არ იხოცებოდნენ ბავშვები” – არჩილ ხოფერია

157
BeFunky-collage - 2022-12-12T001417.634

რატომ იბრძვიან ქართველები რუსეთთან? იმისთვის, რომ აქ არ ცვიოდეს ბომბები, არ ნადგურდებოდეს ჩვენი ქალაქები და სოფლები, არ აუპატიურებდნენ ქალებს, არ იხოცებოდნენ ბავშვები,  – აღნიშნულის შესახებ უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას მამამ, არჩილ ხოფერიამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“რატომ იბრძვიან ქართველები რუსეთთან? იმისთვის, რომ აქ არ ცვიოდეს ბომბები, არ ნადგურდებოდეს ჩვენი ქალაქები და სოფლები, არ აუპატიურებდნენ ჩვენს ქალებს, არ იხოცებოდნენ ჩვენი ბავშვები, არ იყვნენ მოხუცები სარდაფებში მიტოვებულები და ა.შ.

ამისთვის იბრძვიან ქართველები, ეს არის პირველი და შემდეგ არის მრავალი მიზეზი. ეს არის დღევანდელი მიზეზი, რაც შეიძლება ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ საათში მოხდეს, მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკისა. მტერი შესაძლოა ჩვენს დედაქალაქთანაც აღმოჩნდეს. ეს არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. თუ დასავლეთი ვერ გაიმარჯვებს, ჩვენ განადგურებისთვის ვიქნებით განწირული”, – საუბრობს არჩილ ხოფერია “ფორმულას” ეთერში.

შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია 1 დეკემბერს დაიღუპა და ის საქართველოში, მშობლიურ ლანჩხუთში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ამავე თემაზე:

“მე პირადი მტრები არ მყავს, მხოლოდ ერთი მტერი დამრჩა, რომელიც ჩემს ხალხს და ქვეყანას ებრძვის” – არჩილ ხოფერია

„კაცი, რომელმაც ტამიშის ბრძოლის უიარაღო გმირის უმძიმესი ისტორია ჩვენამდე მოიტანა, არჩილ ხოფერიაა, უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა“ – თეა ადეიშვილის ემოციური მიმართვა

„ამ მებრძოლს და მართლა გოლიათს, საქართველოს მოყვარულს და პატრიოტს ბოლოს ტაძარში შევხვდი, ერთმანეთს ჩავეხუტეთ“ – რას წერს ნადიმ ხმალაძე უკრაინაში დაღუპულ სამხედროზე

“მომეწონა მისი ვაჟკაცური მიდგომა საკითხისადმი.. ვიზიარებ მწუხარებას საქართველო, კიდევ ერთი გმირი დავკარგეთ!” – ლადო გამსახურდია

„არ ვიცი, რომელ გვერდში მოარტყეს ჩემს მეგობარს ტყვია, რომელმაც სამუდამოდ დააძინა, მაგრამ ვიცი, როგორ იცხოვრა – გმირულად და სამშობლოს სიყვარულით“ – რას წერენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები