LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ მაინცდამაინც მერილ სტრიპი?!“ – შერონ სთოუნი მერილ სტრიპის წინააღმდეგ – მსახიობის სკანდალური განცხადება

540
page

ბოლო თვეების განმავლობაში 63 წლის შერონს სთოუნმა არაერთი სკანდალური განცხადება გაავრცელა. საუბარია მის ავტობიოგრაფიულ წიგნზე, რომელშიც „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი ცხოვრებასა და კინოკარიერაზე გულახდილად საუბრობს.

„სხეული დავტოვე და გარდაცვლილებს ვეკონტაქტებოდი“ – შერონ სტოუნმა ინსულტის შემდეგ გადატანილი კლინიკური სიკვდილი გაიხსენა

შერონ სთოუნი: ბაბუაჩემი  ბავშვობაში ჩემზე და ჩემს დაზე სექსუალურად ძალადობდა

სულ ცოტა ხნის წინ მსახიობი გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც წიგნის შესახებ საუბრობდა. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როგორი იყო ლეგენდარულ მერილ სტრიპთან ფილმში, „სამრეცხაო“ მონაწილეობა. სთოუნმა კი უპასუხა,  რომ მერილზე ბევრად უკეთესი მსახიობები არსებობენ, საბოლოოდ კი მხოლოდ სტრიპი აჰყავთ პიედესტალზე. მისი თქმით, მერილი შერონის როლებს მასზე უკეთესად ვერასდროს შეასრულებს.

„ეს ჰოლივუდური დამახინჯებული ტენდენციაა, რატომ აგყავთ მერილ სტრიპი პიედესტალზე? მასზე ბევრად უკეთესი მსახიობები არსებობენ, თქვენ კი მაინცდამაინც მე მეკითხებით, თუ როგორია მერილთან ერთად ფილმში თამაში, რატომ არ ეკითხებით იგივეს მას? ის ჩემ მიერ შესრულებულ როლებს ვერასდროს შეასრულებდა“, – განაცხადა ვარსკვლავმა.

ჯერჯერობით მის სკანდალურ ინტერვიუს მერილ სტრიპისგან გამოხმაურება არ მოჰყოლია, დაველოდოთ როგორ უპასუხებს სამგზის „ოსკარის“ მფლობელი სტრიპი შერონ სთოუნის პრეტენზიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები