„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართავს.
ნათელაშვილს აინტერესებს, რატომ უთხრეს უარი 2021 წლის ივლისში სადეპუტატო სტატუსის შეწყვეტაზე უარი მაშინ, როდესაც პარლამენტში 7 თვის განმავლობაში არ იყო მისული და რატომ გახდა „ბოიკოტი არასაპატიო მიზეზი“.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს.
ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი თითქმის ნახევარი თვის წინ გამოგზავნილი წერილი პარლამენტში შესაძლო შემოსვლის გამო საორგანიზაციო-პროცედურული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით არა მარტო რეაგირების გარეშე დარჩა, არამედ, რაც ყველაზე გროტესკულია, თავზარდაცემულებმა დაიწყეთ ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მოქმედებები.
აინტერესებს მაშინ რატომ მითხარით უარი სადეპუტატო სტატუსის შეწყვეტაზე 2021 წლის ივლისში? როდესაც მანამდე 7 თვე არ მივლია ასევე პარლამენტში. ის საპატიო იყო და შემდგომი ბოიკოტი, რაც მთელი მსოფლიოს გასაგონად განვაცხადე არასაპატიოა? მოკლედ ასეთ იურისპუნდენციას გასწავლიდნენ გერმანიაში?
იმედია, ამჯერად თქვენი ბოიკოტის გამო ამ სესიის გაცდენებსაც არ ჩამითვლით არასაპატიოდ.
მომიკითხეთ ბიძინა ივანიშვილი.
პატივისცემით
შალვა ნათელაშვილი“, – წერს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისათვის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო.