LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მოგვწონს adidas Originals-ის ახალი კოლექცია?

89

სპორტული სტილის მოყვარულებს adidas Originals-ის ახალი კოლექციის შეყვარების სულ მცირე სამი მიზეზი აქვთ: ქსოვილი, სილუეტი და წარმოების პროცესი.

სპორტული შარვალი, შორტები და ახალი ხაზის სხვა მოდელები ნატურალური იაპონური ბამბის ქსოვილისგანაა შკერილი (მოდის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ იაპონური ბამბა ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ქსოვილია) და საინტერესო ფაქტურით გამოირჩევა. კოლექცია იაპონელ დიზაინერთან სატომი ნაკამურასთან ერთად შეიქმნა.

იაპონური მემკვიდრეობა გამოიკვეთა მოდელების სილუეტშიც – კლასიკური სპორტული შარვლების პარალელურად, adidas-მა შორტებიც წარმოადგინა, რომელიც იაპონური სთრით-სთაილის სავიზიტო ბარათად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები