LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ შემოიღობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია – თბილისის მერის განმარტება (ვიდეო)

154
yuyu

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ატრაქციონების აღების შემდეგ,  მწვანე გადასაფარებლიანი მოაჯირებით შემოსაზღვრეს. შემოღობვის მიზეზი თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განმარტა. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია და მერია მის რეაბილიტაციას იწყებს.

“დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. იქნება ახალი ფილები, შადრევნები, გამწვანებითი სამუშაოები” – აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, ამ ტერიტორიაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პერმანენტულ აქციებს მართავდნენ. აქვე იყო განთავსებული მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი, რომელიც სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას ითხოვს. კარავი მერიამ წინასაახალწლოდ აიღო და ატრაქციონები განათავსა.

ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი