LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უჭირთ 30-ს გადაცილებულებს მეორე ნახევრის პოვნა

83

არიზონას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, 30 წელს გადაცილებულებს სულ უფრო უჭირთ საყვარელი ადამიანის პოვნა, რაც პირველ რიგში არასასიამოვნო მოგონებების და ცუდი სასიყვარულო გამოცდილების ბრალია.

ახალგაზრდებს უჭირთ ძველი ურთიერთობის დავიწყება და ყოველთვის ეჭვით უყურებენ ახალ პარტნიორებს, რადგან ბევრად ობიექტურად აფასებენ სიტუაციას და უფრთხიან მორიგ წარუმატებლობას. გარდა ამისა, 30-ს გადაცილებულები და განსაკუთრებით მამაკაცები დიდ ყურადღბას აქცევენ კარიერულ ზრდას და მატერიალურ კეთილდღეობას, საკმაოდ დიდ დროს უმობენ პროფესიონალურ საქმიანობას და ვერასდროს იცლიან პირადი ცხოვრებისთვის. ქალბატონებს კი, მეცნიერების აზრით, უფრო მარტივად გამოსდით ურთიერთობის აწყობა, რადგან სჯერათ სიყვარულის და არასდროს კარგავენ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გამოჩნდება მათი ცხოვრების მეორე ნახევარი.

როგორც არ უნდა იყოს, ასაკი არასდროსაა გადამწყვეტი სასიყვარულო ურთიერთობაში, რადგან მთავარია, როგორი განწყობით უშვებს ერთი ადამიანი მეორეს საკუთარ ცხოვრებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები