LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა ავირჩიოთ კომბინირებული პროცედურები – სილამაზის აკადემია

451
ნინო-გოგიბერიძე

რატომ უნდა ავირჩიოთ კომბინირებული პროცედურები – ამის შესახებ გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ექიმმა ინექციონისტმა ნინო გოგიბერიძემ ისაუბრა.

რატომ უნდა ავირჩიოთ კომბინირებული პროცედურები?

კომბო იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მაგალითად, როცა იკეთებ სახეს, ხშირად გავიწყდება ყელი, დეკოლტე, ხელები. კომბოში კი ერთად უვლი ყველაფერს. ეს არის როგორც მკურნალობის კურსი, ასევე კოსმეტოლოგია. ჯამში კომბოში ვაგროვებთ ერთმანეთის გამაძლიერებელი პროცედურებს.

რამდენად ეფექტურია ერთჯერადი პროცედურები?

კოსმეტოლოგია არის კანის და დაბერების წინააღმდეგ მკურნალობა, ამიტომ შედეგს რომ მიაღწიო წინასწარ გეგმა უნდა გაწერო ინდივიდუალურად და იმ გეგმას მიჰყვე.
ერთჯერადი პროცედურა უკეთესია, ვიდრე არაფრის გაკეთება, მაგრამ 1 ბუსტერი წელიწადში ერთხელ – 45 წლის ქალს ასეთი შედეგი არ მოეწონება.

დღესდღეობით სოც. ქსელებში იმდენი ინფორმაციაა, ძალიან რთულია კონკრეტულად აირჩიო ექიმი კოსმეტოლოგი…

სოც.ქსელები, ლამაზი რეკლამები ეს დღესდღეობით მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებისთვის, თუმცა პირველი, რაც უნდა აინტერესებდეს პაციენტს ეს არის – ექიმი, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა-განათლება.

მნიშვნელოვანია ასევე უსაფრთხო და დაცული გარემოა, კლინიკა, სადაც ვიტარებთ პროცედურას. ყველა რეგულაციის დაცვა, ასევე სერტიფიცირებული და FDA დადასტურებული პრეპარატები.