LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა გავიზომოთ წნევა სამჯერ და მიღებული სამი მაჩვენებლიდან როგორ გავიგოთ, რომელია სწორი? – რას ამბობს ექიმი არჩილ მარშანია

3915
marshania2-1-e1653384621453

არტერიული წნევის ზუსტად განსაზღვრა მხოლოდ ერთჯერადი გაზომვით არ შეიძლება – ამის შესახებ ექიმი არჩილ მარშანია საუბრობს და განმარტავს, თუ რატომ არის აუცილებელი წნევის სამჯერ გაზომვა და როგორ უნდა განისაზღვროს სწორი მაჩვენებელი.

„უმჯობესია, წნევა ერთი-ორი წუთის ინტერვალით სამჯერ გავიზომოთ. მიღებული შედეგებიდან უნდა გამოვითვალოთ საშუალო არითმეტიკული – როგორც სისტოლური (ზედა ზღვარი), ასევე დიასტოლური (ქვედა ზღვარი) მაჩვენებლის,“ – ამბობს ექიმი.

მისივე განმარტებით, წნევის სამჯერ გაზომვას რამდენიმე მიზეზი აქვს:

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ არტერიული წნევა ბუნებრივად მერყეობს წუთიდან წუთამდე, შესაბამისად მხოლოდ ერთი გაზომვა შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანი. ამან შეიძლება გამოიწვიოს არასწორი ინტერპრეტაცია, ანუ მხოლოდ ერთი გაზომვა რეალურ წნევას შესაძლოა არ ასახავდეს. ასევე მნიშვნელოვანია შფოთვის კონტროლისთვისაც. პირველი წნევა მაღალია პაციენტის ნერვიულობის გამო და შესაბამისად, ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით განმეორებადობა ეხმარება არასწორი შედეგების ან შეცდომების გამოვლენას“, – ამბობს ექიმი არჩილ მარშანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g