LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე მეტყველებს ცრემლები სექსის შემდეგ და როგორ ვანუგეშოთ ამ დროს ქალბატონი

1959

შიშველი ქალბატონი თქვენს საწოლში ან აღგზნებული, ან დაკმაყოფილებული უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც ის ტირის? როგორც უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა, სექსის შემდგომ, ქალბატონები არც თუ იშვიათად ტირიან.

მათი უმრავლესობა გამოტყდა, რომ სექსის შემდეგ ისინი ხასიათში გარკვეულ ცვლილებებს გრძნობენ, რომელიც შეიძლება ცრემლების სახითაც გამოიხატოს. ამ ფენომენს მეცნიერებმა პოსტკოიტალური დისფორია უწოდეს.

კარგი ამბავი: სავარაუდოა, რომ მისი ცრემლები თქვენთან სულაც არ არის კავშირში და არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ლოგინში არადამაკმაყოფილებელი ბრძანდებოდით. ქალბატონების უმეტესობა აღიარებს, რომ ცრემლების მიზეზს ვერ ხვდება. სავარაუდოდ ეს ბიოლოგიური რეაქციაა სექსსზე, რადგან სექსის დროს ქალბატონის ორგანიზმი, მამაკაცის მსგავსად, ძალიან დიდი ჰორმონალურ და ნევროლოგიურ დატვირთვას უძლებს და სავარაუდოდ, ცრემლებიც სწორედ ამაზე მეტყველებს.

თუმცა, არსებობს სხვა, უფრო სერიოზული მიზეზებიც. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ პოსტკოიტალური დისფორია ძირითადად ისეთი ტიპის ქალბატონებს ემართებათ, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვეპლნი იყვნენ ადრეულ ასაკში. მათთვის საყვარელ მამაკაცთან კონტაქტმა შეიძლება შიში გამოიწვიოს. სავარაუდო მიზეზები ბევრია: იგი შეიძლება თავს მარტოსულად გრძნობდეს სექსის შემდეგ, ან თავი დამნაშავედ იგრძნოს…

 

როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში?

 

  1. თუ თქვენი მეგობარი გოგონა სექსის შემდეგ მოწყენილია, ეცადეთ ის ამ თემაზე ასაუბროთ. შეიძლება თქვენთვის არც ისე კომფორტული გამოდგეს ეს საუბარი, მაგრამ მას ნამდვილად დაეხმარებით და აგრძნობინებთ, რომ თქვენ ის გაინტერესებთ და შეგიძლიათ ასეთ სიტუაციებშიც კი გაუწოდოთ დახმარების ხელი. იმ შემთხვევაში თუ მას ამ თემაზე საუბარი არ მოუნდება, ნუ დააძალებთ, უბრალოდ ჩაეხუტეთ, ხოლო თუ თქვენი ურთიერთობა სექსის შემდეგ კვლავაც გაგრძელდება, ამ თემას მოგვიანებით დაუბრუნდით.

 

  1. თუ სექსის შემდეგ მის თვალებზე ცრემლს შენიშნავთ, კითხეთ რასთან არის ეს კავშირში და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, თუმცა პასუხს ამ შემთხვევაშიც ნუ დააძალებთ, თუ გეტყვით, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაქსიმალურად ეცადეთ დაეხმაროთ მას, იყოთ მოსიყვარულე, ფრთხილი და ეცადეთ თქვენთვითონვე გაარკვიოთ მისი ასეთი საქციელის მიზეზი. იფიქრეთ იმაზე, რომ მას რომელიმე პოზა არ მოსწონს თუ უბრალოდ ცუდ ხასიათზე იყო.

ხოლო თუ თქვენი მეგობარი გოგონა, სექსის შემდგომ რეგულარულად მოწყენილია, სავარაუდოდ, მას თქვენგან უფრო მეტი სჭირდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ეწვიეთ სექსოლოგს…

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები