LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე მსჯელობს მთავრობა და რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს

125
102353996-998330613932198-2018996357904897216-n-2020-06-06-13-18-53-015278

„სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული შესაძლო დამატებითი შეზღუდვები. ერთის მხრივ შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორეს მხრივ კი წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან ან მათი სამუშაო საათების რეგულირების თვალსაზრისით“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაწყებულია მსჯელობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოვების თაობაზე, თუმცა ლოკდაუნი არ იგეგმება და განიხილავენ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომელიც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის.

სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება: მთავრობის გადაწყვეტილება არ იცვლება

ეფექტიანი საშუალება კვლავ პირბადე და სოციალური დისტანციაა. მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ მიმართულებითაც გააქტიურდება ადმინისტრაციული კონტროლი.

რაც შეეცება სხვა ტიპის შეზღუდვებს, ასევე ქმედითი ზომა არის მობილობის შემცირება.

ვიცე-პრემიერის თქმით, შეზღუდვებიდან ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი, რომელიც ერთის მხრივ იქნება ქმედითი, იქნება გავრცელების შენელებაზე ორიენტირებული და ნაკლებად დააზარალებს ბიზნესის სექტორს.

ცქიტიშვილის თქმით, შეიძლება ეს იყოს შაბათ-კვირას, კვირის რომელიმე დღე ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში შედარებით ხანგრძლივი შეზღუდვა, თუმცა ახლა ქვეყანა რჩება წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში და შეზღუდვები იქნება იქ, სადაც ეს უფრო საჭიროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები