ქვეყანაში „ლოკდაუნი“ კვლავ არ ცხადდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფიგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება. მედიაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
რაზე მსჯელობს მთავრობა და რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს
ვირუსისგან თავდაცვის დროს ძირითადი აქცენტი კვლავ გაკეთდება პირბადის ტარების აუცილებლობასა და დისტანციაზე.
„ჩვენ ვრჩებით წერტილოანი შეზღუდვების საზღვრებში, ანუ სადაც უფრო საჭიროა, შეზღუდვებს იქ დავაწესებთ“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.