ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ს პრეზიდენტის მიერ დასახელბული მედიკამენტით ჩვენთან კორონავირუსს უკვე თვენახევარი მკურნალობენ.
„მოხდა საინტერესო რამ, გუშინ გამოქვეყნდა ფრანგების რეკომენდაციები, სადაც მათაც „პლაქვენილი“ დაასახელეს ამ დაავადების -ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ. კიდევ მოხდა უფრო მნიშვნელოვანი რამ. ტრამპი, იცით მისი ექსტრავაგანტულობა, ამ დროს ზოგჯერ გადამჭრელი, სწრაფი მოქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია,
კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება: ეს ვირუსის ახალი კლასტერია
"ყველა ის პირი, ვისთანაც ამ ოჯახს კონტაქტი ქონდა, იდენტიფიცირებულია" - ეკატერინე ტიკარაძე.
გამოვიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ს ოფიციალურ რეკომენდაციებს და ექსპერტების რჩევისა და ანალიზის საფუძველზე, თავის თავზე იღებს, რომ ეს მედიკამენტი, „პლაქვენილი“ პრეზიდენტის ბრძანებით დაუშვას გამოსაყენებლად. ანუ, ექიმებს ჰქონდეთ უფლება, გამოიყენონ, ვიდრე FDA დასკვნას გააკეთებს.
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მართალი გითხრათ, პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, მალარიის სამკურნალო წამალი კორონავირუსითან ბრძოლისთვის ხელმისაწვდომი გახდება.