LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეაგირება ამას არ უშველის, სისტემაა შესაცვლელი: „გირჩი – მეტი თავისუფლება“ პოლიციელის ძალადობაზე

75
111111111111111111111111

პოლიციელის მხრიდან ჩადენილ ძალადობას პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მომხდარ ფაქტს, „რეაგირება არ უშველის, რადგან სისტემაა შესაცვლელი“.

მათივე ცნობით, „რომ არა მესამე პირის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეო, შესაძლოა ეს „ქეისი“ დღევანდელ სასამართლოში სხვანაირად შეფუთულიყო, სადაც მოწმედ ორი „სანდო“ პოლიციელის ჩვენებაც საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად.

პოლიციელმა მოქალაქეს სცემა – გავრცელებული ინფორმაციით დაზარალებული შშმ პირია

„დღეს გავრცელებულ კადრებში ვნახეთ პოლიციელი, რომელიც შშმ პირზე ფიზიკურად ძალადობს. მას ახლავს მეორე პოლიციელიც, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და არაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად.

შეუძლებელია ამ ფაქტს გამართლება ჰქონდეს.

პოლიციელი ელოდება როდის აივლიან ესკალატორს, რათა მალულად, ოთახში შეძლოს „მისი ალაპარაკება“, რადგან ეუბნებიან, რომ ბიჭი ყრუ-მუნჯია.

საინტერესოა, რომ არა მესამე პირის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეო, როგორ შეიფუთებოდა ეს ქეისი დღევანდელ სასამართლოში. იმ სასამართლოში, სადაც მოწმედ ორი „სანდო“ პოლიციელის ჩვენებაც საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად.

წარმოიდგინეთ, რას აკეთებს სისტემა იქ, სადაც მესამე პირი კამერით არ იღებს? ეს ბიჭი რომ მარტო ყოფილიყო, ან მის ნაცვლად თქვენ ან თქვენი შვილი ყოფილიყავით?

რეაგირება ამას არ უშველის, სისტემაა შესაცვლელი და ამის გამკეთებელი ოცნება არაა“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g